Saturday, March 17, 2012

ლონდონის სამეფო პარკები

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება: Royal Parks of London
პროექტის მთავარი იდეაა ჯგუფური პრეზენტაციის გაკეთება. ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეებს გაუღვივდებათ ჯგუფური პრეზენტაციის გაკეთების ინტერესი, ჩამოუყალიბდებათ ურთიერთთანამშრომლობის უნარი, ჯგუფურად და ინდივიდუალურად ინფორმაციის მოძიებისა და საკვანძო საკითხის კვლევის უნარი. ისინი ერთად შეეცდებიან დასახონ პრობლემის გადაჭრის გზები. ნაბიჯი 1 თემა განისაზღვრა რეალური, აქტუალური პრობლემის მიხედვით (რა არის საჭირო ეკოლოგიურად სუფთა გარემოსათვის?) მოსწავლეებმა დასმულ შეკითხვას თავადვე უპასუხეს. ჩამოთვალეს რამოდენიმე მიზეზი. ნაბიჯი 2 ჩამოთვლილ მიზეზთაგან მოსწავლეებმა დაასახელეს რამოდენიმე თემა,რომლებიც პასუხობდა პრობლემის გადაჭრის გზებს. შემდგოში მოსწავლეებმა დაიწყეს მისი დავიწროება და ამოირჩიეს ერთი თემა, რომელზეც ისინი გააგრძელებენ მუშაობას. ნაბიჯი 3 მოსწავლეებთან ერთად განისაზღვრა სასწავლო პროექტის მნიშვნელობა: ეს პროექტი შეეხება ისეთ ცხოვრებისეულ საკითხებს, როგორიცაა ბუნების დაცვა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება.
  პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები მიღებული ცოდნის საფუძველზე ეცდებიან იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და მაქსიმალურად დაიცვან ბუნება.
 პროექტის მიზანი და შედეგები:ამ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებს განუვითარდეთ ინტერესი და დასახონ გზები, თუ როგორ გადაჭრან არსებული პრობლემა, განუვითარდეთ ინფორმაციის მოძიების,პრეზენტაციის უნარი ისტ-ის გამოყენებით, ურთიერთთანამშრომლობის, ჯგუფური მუშაობის უნარი, დედუქციის გაკეთებისა და პარალელის გავლების უნარი. ამ პროექტის შედეგად მოსწავლეები დეუფლებიან ახალ ლექსიკურ ერთეულებს, გამდიდრდება მათი ლექსიკური მარაგი, განუვითარდებათ მსჯელობის უნარი. წერისას მოსწავლეებს განუვითარდებათ საბაზისო ენობრივ ი უნარ-ჩვევები, გაბმულად მატყველების უნარი, ზეპირი მოხსენების წარმოდგენის უნარი, კითხვებზე პასუხის გაცემის უნარი. სასწავლო რესურსების (სახელმძღვანელოს, ინტერნეტის, სხვადასხვა წყაროების) სწორად გამოყენების უნარი.mo
მონაწილეთა ასაკი: IX კლსი.პროექტს განახორციელებს 17 მოსწავლე
ვადები: პროექტის შესრულებას დასჭირდება 10 დღე.
 სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: მოსწავლეთა ცოდნის დონის შესაფერისი წყაროები, სახელმძღვანელო, კომპიუტერი,ინტერნეტი, პროექტორი, მოცემული თემის პრეზენტაცია
აქტივობები. მოსაწავლეები ჩაიწერენ ახალ ლექსიკურ ერთეულებს, შეასრულებენ მრავალფეროვან (ზეპირ და წერით) სავარჯიშოებს ახალი მასალის გასამტკიცებლად. აღწერენ სურათებს და იმსჯელებენ თუ რა მსგავსება და რა განსხვავებას ხედავენ მოცემულ სურათებსა და ინფორმაციას შორის. მასწავლებლის მიერ გაკეთებულ პრეზენტაციას ყურადრებით აკვირდებიან და კითხულობენ ტექსტებს, შემდეგ ასათაურებენ თითოეულ ტექსტს. საუბრობენ ლონდონისა და თბილისის დასასვენებელი პარკების შესახებ, ზოგადად მათი გამწვანების შესახებ, პარალელს ავლებენ მათ შორის.მოსწავლეები სურათებს გადაუღებენ თბილისის დასასვენებელ პარკებს, მოიძიებენ ლონდონის იმ პარკების სურათებს, რომლებიც მათთვის საინტერესოა, გამოაქვთ დასკვნა თუ რისთვისაა საჭირო პარკები დიდ ქალაქებში, რა ისტორიული მნიშვნელობისაა თითოეული მათგანი. შეფასების საგანი და პროცედურები: მოსწავლეების დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება ჯგუფში ინფორმაციის მოძიება, პარალელის გავლება, ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა და დასკნის გაკეთება.
შეფასების რუბრიკა:


დაბალი1-5
საშუალო 6–7
მაღალი 8–10
მოსწავლეთა ჩართულობა
მოსწავლეები პასიურად არიან ჩართულები სასწასლო პროცესში
მოსწავლეები მონაწილეობენ გაკვეთილის მსვლელობისას
მოსწავლეები აქტიურად მსჯელობენ, იყენებენ ისტ–ს, სახელმძღვანელოს, ინტერნეტს
პარალელის გავლება
მოსწავლეებს უჭირთ პარალელის გავლება
მოსწავლეები პარალელს ავლებენ ლონდონისა და თბილისის პარკებს შორის
მოსწავლეები პარალელს ავლებენ პარკებს შორის, ასევე პოულობენ მსგავსება–განსხვავებასა და აკეთებენ დასკვნას
ლექსიკური მარაგის ცოდნა–გამოყენება
მოსწავლეებს უჭირთ მეტყველება და წერა ახალი ლექსიკური მარაგის გამოყენებით ან საერთოდ ვერ იყენებენ.
მოსწავლეები ცდილობენ და იყენებენ ახალ ლექსიკურ ერთეულებს, უშვებენ რამოდენიმე შეცდომას   ზეპირი დავალების დროს
მოსწავლეები აქტიურად იყენებენ ახალ ლექსიკურ მარაგს, უშვებენ უმნიშვნელო რაოდენობის შეცდომებს, ან საერთოდ უშეცდომოდ მეტყველებენ .

წინასწარი ცოდნა: მოსწავლეებს წაკითხული და ნასწავლი აქვთ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის შესახებ, ასევე შეუძლიათ მიმართონ სხვადასხვა სტრატეგიას იმისათვის, რომ საკითხავი ამოცანები ეფექტურად გადაჭრან, მათ შეუძლიათ წერისას შექმნან ტექსტის სტრუქტურა, ფუნქციურად გამოიყენონ საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევები.
  სასწავლო პროექტის მსვლელობა 1) თემის შერჩევა 2) საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება 3) პროექტის გეგმის შემუშავება 4) ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება 5) აქტივობების განხორციელება 6) პროდუქტის პრეზენტაცია 7) პროექტის შემაჯამებელი შეფასება.
პროექტის ხელმძღვანელი: ქ. ნარიმანიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: keti.narimani@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://ketinarimani.blogspot.com/